დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 43, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 953, აჭარაში – 171, იმერეთში – 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში – 198, აჭარაში – 49, იმერეთში – 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში- 6, იმერეთში – 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 – თბილისში, 152 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, ხოლო აჭარაში – 110.
სულ 6 ოქტომბრიდან – 9 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 715 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 539 პირი, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 410", – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.