spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევიდან 209 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 113, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 63, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი -24, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 960, აჭარაში – 160, იმერეთში – 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 47, იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში- 7, იმერეთში – 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 100.

სულ  6 ოქტომბრიდან – 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 456 პირი, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 380", – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები