spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევიდან 441 თბილისში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 17, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც: 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 995, აჭარაში – 187, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში – 388, აჭარაში – 46, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში – 123, აჭარაში – 2, იმერეთში – 8. 902 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 – თბილისში, 242- აჭარაში. 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 1.

სულ  6 ოქტომბრიდან – 11 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 940 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 997, პირი, აჭარაში – 785, იმერეთში – 1 036. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები