საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 569 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 162 იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში – 252, აჭარაში – 46, იმერეთში – 147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში – 121, აჭარაში – 4, იმერეთში -16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 – თბილისში, 81- აჭარაში, 11- იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა, 681 კი გამოჯანმრთელდა.