საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ამაზე ცუდი ურთიერთობები არასდროს ყოფილა. ეს კი “ქართული ოცნების” ქმედების შედეგია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის მხრიდან ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი არის მცდელობა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან არც ისე ცუდია.
“როგორც ჩანს, ივანიშვილის მხრიდან ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი არის მცდელობა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან არც ისე ცუდია და შესაძლოა, უმჯობესდებოდეს კიდეც. “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ დიდია იმ ქართველების რაოდენობა, რომლებსაც შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა სურთ და “ქართულ ოცნებას” არ უნდა, რომ ეს ხმები დაკარგოს.
საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ამაზე ცუდი ურთიერთობები არასდროს ყოფილა. ეს კი “ქართული ოცნების” ქმედების შედეგია”, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.