უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, თუმცა უცხოელები სოფლებში მიწის ნაკვეთებს მაინც ყიდულობენ. ჩვენ ამ ინფორმაციას მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებდით სხვადასხვა წყაროდან და 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთის მოქალაქეებმა აკრძალვების მიუხედავად საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძინეს.
საჯარო რეესტრში დაგვიდასტურეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ინტენსიურად ყიდულობენ მიწებს და სხვა უძრავ ქონებას. მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვებისა, მათ შორის ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რუსებზე გაყიდულია არა მხოლოდ სასოფლო სამეურნეო მიწები, არამედ სატყეო ფონდში შემავალი მიწები. გაყიდვის მექანიზმი ასეთია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან სატყეო მიწის ნაკვეთს მთავრობა უცვლის დანიშნულებას. კანონის თანახმად, საჯარო რეესტრს, ევალება ცვლილების აუცილებლობაც დაასაბუთოს. თუმცა, იქ სადაც მთავრობის ინტერესები იკვეთება, საჯარო რეესტრი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სწრაფ ვადებში იღებს გადაწყვეტილებებს და ეს მიწები რუსებზე იყიდება. განსაკუთრებული მოთხოვნა არსებობს, საკურორტო ზონებში, ეს შეეხება შავი ზღვის სანაპიროს და საქართველოს მთიან რეგიონებს, რომლებსაც ტურისტული პოტენციალი დიდი აქვთ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, პრორუსული სამთავრობო, კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული რუსმა ბიზნესმენმა დავით ხიდეშელმა. რაჭაში 49 წლის ვადით მიიღო ტყით სარგებლობის ლიცენზია. როგორც დასკვნაში წერია, ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო, რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. დასკვნაში წერია, რომ სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.
დავით ხიდაშელის კლანის გაძლიერებაში მთავრობის წევრების გარდა ჩართული არიან ე.წ. „კანონიერი ქურდები“. საბადურის ტყეში მიწების გასხვისებას უდიდესი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს პროტესტი საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი კრიმინალის მოლა ნადირაშვილის მეშვეობით ჩაახშო. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, დღეს თიანეთში, ხალხს ეშინია ამ თემაზე ღიად საუბარი, რადგან ვინც პროტესტი ღიად გამოხატა, ისინი სამაგალითოდ დასაჯეს და გააჩუმეს, ბევრმა მათგანი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ – ამბობენ ადგილობრივები.
რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ “კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს; ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება. საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზი, ამის მიზეზი ასევე შესაძლო, კორუფციული გარიგებაც იყოს.
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის თქმით, ჯგუფს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს, რომ ქართველი ინდივიდები და ორგანიზაციები რუსეთს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მაკფოლმა ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის მხრიდან, პრორუსული ინტერესების გატარებას ადასტურებს, გიორგი ბოტკოველი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კახეთის რეგიონში. ბოტკოველის განმარტებით, „ღარიბაშვილის კახური კლანი მილიონობით შავ ფულს შოულობს, და კახეთში მოყვანილ ხილს და ბოსტნეულს რუსეთში აგზავნის. კახეთში სისტემატურად ჩამოდიან რუსეთის მოქალაქეები, მათ აქვთ მონოპოლიზებული ადგილობრივი ფერმერული ბაზარი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთში გააქვთ. მე პირადად არაერთი ფაქტი მაქვს ასეთი, არაერთხელ მოვუწოდე პროკურატურას გამოეძიებინათ ღარიბაშვილის კლანის რუსული კავშრები, მაგრამ მათი მხრიდან რეაქცია არის ნულის ტოლფასი“. გიორგი ბოტკოველი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილის და ყველა მისი პრორუსული მთავრობის წევრს.
“ქართული ოცნების“ წევრები კი უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციებს და ფაქტებს, იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მთავრობას ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა: “საქართველო შეერთებულია რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს და ჩვენ ჩვენი პოლიტიკა არ შეგვიცვლიაო”. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს არის სიცრუე და დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილის მთავრობის ყველა წევრი უახლოეს მომავალში იქნებიან ტყუილში მხილებული და მოექცევიან ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ, კორუფციისა და ქვეყნის რუსეთიზაციის გამო.