კოშკაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, მოეწყობა სანიტარიული დაცვის ღობე და ორი საქლორატორო, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 100-ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია დაგეგმილია 8 სოფელში – დიცში, ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, კოშკასა და ქვეშში.