spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კოტე ჩოკორაია – ამ ქვეყანაში არანაირი ჩამკეტი, შემაკავებელი მექანიზმები არ იარსებებს და თავისთავად, ეს იქნება კრიზისის შემქმნელი

ზოგადად პრეზიდენტის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური წონა, მისი პოლიტიკური გავლენა, კარიერა, წარსული. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს აქცენტირებული, –  ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც კონტროლს უწევს მთავრობას და წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

“ზოგადად პრეზიდენტის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური წონა, მისი პოლიტიკური გავლენა, კარიერა, წარსული. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს აქცენტირებული. პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია, უმაღლესი მთავარსარდალია, უნდა გამოხატავდეს პოლიტიკურ წონას და უნდა იყოს ყველასთვის მისაღები. ერთპარტიულად არჩევის საკითხი ძალიან დიდი პრობლემაა, არამხოლოდ, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში, არამედ ზოგადად, მათ შორის, მთავრობის განხორციელებისთვის. თავის არსს კარგავს პარლამენტი, როდესაც ის ერთპარტიულია. პარლამენტი, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც კონტროლს უწევს მთავრობას და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს ყველაფერი ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ამ ქვეყანაში არანაირი ჩამკეტი, შემაკავებელი მექანიზმები არ იარსებებს და თავისთავად, ეს იქნება კრიზისის შემქმნელი“, – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები