spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კოტე გაბაშვილი – როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს, მაგრამ პოლიტიკურად, ეს არის ძალიან მძიმე რამე

დიპლომატიური კრახია საერთოდ სახეზე, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რასაკვირველია, ამის შემდეგ არის დიპლომატიური ურთიერთობების სრული გაწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა გერმანიასა და იტალიაში კოტე გაბაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ 26 მაისს საელჩოებში ღონისძიებები გაუქმდება, ეს იქნება შიშის გამოვლინება.

 

“ეს გამოწვეულია შიშისგან, იმიტომ, რომ მათ ნახეს, ერთ-ერთი ეპიზოდი იყო ღვინის დღესასწაული ვაშინგტონში, სადაც გააპროტესტეს ჩვენი საელჩოს ღონისძიება. იქ ჩვენი ელჩიც იყო, მტირალა ბიჭი, რომ გვყავს – ზალკალიანი და გაიქცა დარბაზიდან. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს, მაგრამ პოლიტიკურად, ეს არის ძალიან მძიმე რამე. 

 

დიპლომატიური კრახია საერთოდ სახეზე, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, იმის შესახებ, რომ დაიწყო სხვა კოლეგების, აქ ჩამოსული კოლეგების კრიტიკა და რასაკვირველია, ამის შემდეგ არის დიპლომატიური ურთიერთობების სრული გაწყვეტა”, – განაცხადა კოტე გაბაშვილმა. 

 

მედიის ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიება საზღვარგარეთ დიპლომატიურ უწყებებში შესაძლოა, გაუქმდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები