პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა კულუმბეგოვს, იმისთვის, რასაც აკეთებს, გარდა მისი პირადი საექიმო საქმიანობისა, ის სრულად და ჭეშმარიტად ითავსებს ჯანდაცვის მინისტრის და მისი ყველა მოადგილის, “მუშკეტერების” და არა მარტო მათ მოვალეობებს კოვიდთან ბრძოლის საქმეში, მადლობა ბიძინას და დაუჯერეთ ბიძინას!
მას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერასა და უპირველეს ყოვლისა ამ მიმართულებით ადამიანთა მხარდაჭერაში! მადლობა ბიძინას – დაუჯერეთ ბიძინას!!!”, – წერს კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში.