Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა – 810, იმერეთი – 782, ქვემო ქართლი – 307, შიდა ქართლი – 363, გურია – 172, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 513, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 122, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 013.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 605, აჭარაში – 148, იმერეთში – 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 17, იმერეთში – 20.
3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 – თბილისში, 1 298- აჭარაში.
44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.