Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა – 877, იმერეთი – 789, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, გურია – 188, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313, კახეთი – 452, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 122, აჭარაში – 945, იმერეთში – 1 025.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461 პირი, მათ შორის, თბილისში – 620, აჭარაში – 146, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში – 198, აჭარაში – 23, იმერეთში – 19. 3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 633 – თბილისში, 1 298- აჭარაში.
46 833 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.