კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან.
“20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიციირდება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა კობახიძემ.