spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

 

ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.

 

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

 

სადგურის დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი.

 

“რუსი არაადამიანები ბრძოლის მეთოდებს არ ცვლიან. ბრძოლის ველზე ჩვენთან გამკლავების ძალა და გამბედაობა არ ყოფნით და ამიტომ ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

დაბომბვის დროს სადგურზე ევაკუაციის მომლოდინე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები