spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრამატორსკზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად უცხოელი ჟურნალისტები დაშავდნენ

25 აგვისტოს ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდნენ უცხოელი ჟურნალისტები.

დონეცკის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს კრამატორსკზე თავდასხმის შედეგად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სასტუმრო, დაზიანდა მიმდებარედ მრავალსართულიანი შენობაც. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

როგორც სამართალდამცველებმა და მაშველებმა დაადგინეს, რუსებმა ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა დილით განაცხადა, რომ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სამი ჟურნალისტი დაშავდა. უკრაინის, აშშ-ს, ლატვიისა და გერმანიის მოქალაქეები. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ბრიტანელი ჟურნალისტიც იმყოფება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ ერთი ადამიანი იმყოფება. ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურშიც დაადასტურა. მაშველებმა აღნიშნეს, რომ დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა სასტუმროს ორსართულიანი შენობა. მეორე სართულიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს და მეორეს ეძებენ.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდნენ მისი ჟურნალისტები. ცნობილია, რომ Reuters-ის ექვსკაციანი გუნდი კრამატორსკის სასტუმროში დაბინავდა.

“ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა დაკარგულად ითვლება, კიდევ ორი ​​გადაიყვანეს საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებისთვის“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად დაშავდა  ასევე პოლონელი ჟურნალისტი მონიკა ანდრუსევსკაც. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

კრამატორსკზე თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. დეპარტამენტის სპიკერმა რუსეთის ქმედებებს ბარბაროსული დანაშაული უწოდა და მსოფლიოს მოუწოდა, დაგმონ დაბომბვა, რომლის დროსაც უცხოური მედიის ჟურნალისტები დაშავდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები