spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრამონი – ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ

ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, ევროკავშირის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

 

“ჩვენ გვსურს ვნახოთ, რომ ის, რაზეც იყო შეთანხმება მიღწეული, შედგეს. მაგალითად, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, არ იყოს მაგიდიდან გადადებული, არამედ იყოს საფუძველი საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების. ვფიქრობ, ცხადია, რომ ევროპარლამენტი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

საქართველოში ევროპარლამენტართა დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო.

 

ევროპარლამენტარებმა უკვე გამართეს შეხვედრები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, სახალო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები