spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრამონი – ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს

იმის მაგივრად, რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან და ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს ძალიან თვალსაჩინო მაგალითს კანონის უზენაესობის დარღვევისა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

 

“ჩვენ დიდი იმედი გვქონდა ამ ქვეყნის, როცა დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა მოხდა პოლიციის რეფორმა, ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ქვეყანას და გვაჩვენებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოხდეს საზოგადოების დეპოლიტიზება და გარდაიქმნას შესაბამის საზოგადოებად.

 

ჩვენ ბევრი ძალისხმევა და ფული ჩავდეთ ამ ქვეყანაში და ახლა ვხედავთ, რომ პროდასავლური განცხადება იფანტება ჰაერში და ვხედავთ, რომ არის რეგრესი პრესის თავისუფლების თვალსაზრისით.

 

იმის მაგივრად, რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან და ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს ძალიან თვალსაჩინო მაგალითს კანონის უზენაესობის დარღვევისა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეგობრები და გვინდა, რომ კარგი განვითარება დავინახოთ”, – განაცხადა კრამონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები