spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრამონი – ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას

საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარი ხალხის ნებას, შეუერთდნენ ევროკავშირს, მაგრამ მათ წინ აღუდგა ქვეყნის მოსახლეობა, –  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. 

 

მისივე თქმით, შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება წყლის ჭავლით დათრგუნო.

 

“ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის და ხალხი, მთავრობის განსხვავებით, აპროტესტებდა ამ საშინელ კანონს. ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ქუჩებში აჟღერებდნენ ქართველების 80%-ზე მეტის ნებას. შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით, ძალადობა არის ფუჭი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის.

 

ადამიანები უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველო იქცეს ევროკავშირის ნაწილად, მაგრამ როგორც ნახეთ, მთავრობამ დააყენა ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ, თუმცა, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გაიტანა საკუთარი პროტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას”, – განაცხადა კრამონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები