spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრამონი – სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება

სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, საერთაშორისო დონის ექსპერტები, ევროპარლამენტის, ნატოს ატლანტიკური საბჭოს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

“პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან, აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. სამწუხაროა, რომ ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა ისიც, რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საოკუპაციო ხაზთან. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები