spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრიშიანის კარინში – ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი

ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში განაცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

 

“დღეს მაგიდაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები. აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები