“პორტუს”, “ჩელსისა” და “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი, ბოლოს კი თურქული “ჰატაისპორის” მოთამაშე კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.
ატსუ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი გახლდათ, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე, ფეხბურთელმა ახალი კლუბის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა, ცოტა ხნის შემდეგ კი სამწუხაროდ, საზარელ ტრაგედიას ემსხვერპლა.
მას 12 დღის განმავლობაში ეძებდნენ და დღეს ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი