ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში მმართველი გუნდის წევრებს ხვდება.
კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებიან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.