spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კრივის ფედერაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

კრივის ფედერაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და სპორტის სფეროდან მოქმედი მინისტრის თეა წულუკიანის ჩამოშორებას ითხოვენ.

 

ისინი პრემიერის სახელზე მიმართვას ამზადებენ და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფას მოითხოვენ. 

 

აქციის მონაწილეების განცხადებით,  პრობლემები მას შემდეგ დაიწყო,  რაც 2017 წელს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაერთიანდა, ხოლო თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში ცალკეული სფეროების პარალიზება მოხდა. 

 

“რიგ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ იყო ალბათ, ინფორმაციის არაზუსტად გადაცემა,  მიტანა, რასაც მოყვა შემდეგ ეს პრობლემები. მიმართვა არის პრემიერის სახელზე, იქნებ შეძლოთ და სპორტი გამოიყოს ცალკე როგორც დარგი. სპორტის დეპარტამენტს და სპორტს ვინც კურირებს, მინიმუმ სპორტი უნდა ესმოდეს და გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ სპორტსმენებს და სპორტს ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა. 

 

სპორტსმენები აცხადებენ, რომ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და მათ პროტესტს სხვა ფედერაციებიც შეუერთდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები