კრწანისის მეორე შესახვევი, 19/1-ში სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მოეწყო გზის დამჭერი კედელი; გაკეთდა ბილიკები და გამწვანების თარგები, სადაც დაიგო ბალახი, ხეები და ბუჩქები. დამონტაჟდა განათების სისტემა, განთავსდა წყლის სოკო, დაიდგა მულტიფუნქციური ატრაქციონი, საბავშვო კედლით, ასევე მოიხატა კედლები.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ადგილზე განთავსდა ღია ტიპის ტრენაჟორები და ტერიტორია შემოიღობა.
სამუშაოები 752 კვადრატულ მეტრზე განხორციელდა, პროექტის ღირებულებამ კი 289 785,16 ლარი შეადგინა.
სკვერის გახსნას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაესწრო.