ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: თავდაპირველად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენება, მერე ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება.
დიქტატურის მომავალი ყოველთვის მსგავსია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი”, – წერს კუბილიუსი.
1 მაისის ღამეს სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცსაშუალებებით დაშალა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე.