spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კუბილიუსი – ყველა ის შეცდომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაუშვებს, გათვალისწინებული იქნება ევროპის მხრიდან

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს  კუბილიუსმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ  უნდა შეწყვიტოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისადმი პოლიტიზირებული  დამოკიდებულება.  

 

“ძალიან ცუდი ამბები გვესმის ექიმებისგან, აღმაშფოთებელი ინფორმაცია მოდის სახალხო დამცველისაგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა,  მთავრობამ უნდა დაუჯეროს ექიმების რეკომენდაციებს და შეწყვიტოს პოლიტიზირებული  დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს არა მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ საქართველოს მომავლის თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად და ყველა ის შეცდომა, რომელსაც დაუშვებს მთავრობა, გათვალისწინებული იქნება ამ გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა კუბილიუსმა „მთავარი არხის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები