spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კუბილიუსი – საკმარისი არ არის მხოლოდ ხალხის სურვილი, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები

გვინდა, რომ საქართველო იყოს ჩვენი წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი, საკმარისი არ არის მხოლოდ ხალხის სურვილი, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიურს კუბილიუსმა ეროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

 

“დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენს წუხილს მედიათავისუფლების სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში. რატომ განვიხილავთ ამ საკითხს ამ წუხილით, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს  ევროკავშირის ოჯახის წევრი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ჩვენი წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი, საკმარისი არ არის მხოლოდ ხალხის სურვილი, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები.

 

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება – ამას უნდა ახორციელებდეს მთავრობა და მისი ლიდერები, ზუსტად აქ არის ჩვენი წუხილი, მედიათავისუფლება ხდება მსხვერპლი პოლიტიზირებული სამართლისა საქართველში და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არაა პირიველი შემთხვევა, როცა პოსტკომუნისტური ქვეყანა ამ პრობლემის წინაშეა.

 

1997 წელს სლოვაკეთი არ დაპატიჟეს მოლაპარაკებებზე, რადგან ქვეყანა არ ატარებდა ასეთ პოლიტიკას და სლოვაკელმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა მეჩიარის გაშვებით და იმედი მაქვს საქართველოს მთავრობა მეჩიარის შეცდომას არ გაიმეორებს”, – განაცხადა კუბილიუსმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები