spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კუბილიუსი – უკრაინა და მოლდოვა 2029 წელს შეიძლება, ევროკავშირის წევრები გახდნენ, საკითხავია, სად იქნება ამ დროს საქართველო

ჩნდება შეკითხვები არა კრიტერიუმების, არამედ „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკის შესახებ, – ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება საქართველოს მმართველი ძალისგან. 

 

“ბოლო დროს ძალიან უცნაური განცხადებები მოვისმინე  “ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, როდესაც ისინი აკრიტიკებდენ  დასავლეთის ქვეყნების ელჩებს, გააკრიტიკეს ევროკავშირის ელჩი, ამბობენ, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ჩთრევა რუსეთთან ომში და ასე შემდეგ. ასეთი რამის მოსმენის შემდეგ ჩნდება შეკითხვები არა კრიტერიუმების, არამედ “ქართული ოცნების” რეალური პოლიტიკის შესახებ. 

 

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი გავლენები აქვს. ეს ახალი არ არის და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჰქონდა ასეთი პრობლემები. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლახოტნიუკთან, უკრაინას იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. 

 

მომავალ წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მე იმედი მაქვს, რომ 2029 წლისთვის ამ ქვეყნების სრულ წევრობაზე შეიძლება საუბარი. ახლა საკითხავია, სად იქნება ამ დროს საქართველო და როგორ ჩაჯდება ის ამ კალენდარში“, – განაცხადა კუბილიუსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები