spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ორი წლის წინ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო და დიდი ისტორიული შეცდომა იქნებოდა იმ მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან.

 

“ჩემი აზრით, ახლა არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლებსაც უწოდებენ ევროკავშირის გაფართოების მონაწილეებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი გაფართოების კომიდან უკრაინამ გამოიყვანა. ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა მონიჭებული და ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა.

 

დღევანდელ დისკუსიებზე საქმე არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება. არა მხოლოდ როგორც გაერთიანებისა, არამედ როგორც ევროპული სიძლიერის წყაროს“,  – განაცხადა კულებამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები