ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომ ამოიღონ MAP უკრაინის წევრობის გზიდან. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოში”, – წერს კულება.
მისივე თქმით, ეს ასევე კარგი მომენტია ალიანსში უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით სიცხადისთვის.