spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, გამოთქვას პროტესტი და შესთავაზოს საქართველოს ელჩს უკრაინის დატოვება, დიპლომატიის ძალიან მკაცრი ფორმაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი ფოტოები გამოჩნდა, ყველაფერმა “დუღილის წერტილს მიაღწია“, ამიტომ უკრაინამ მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი გადადგა.

 

“იცით, როცა სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტის გამოხატვა, მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება, ხოლო მესამე დონის რეაქცია, რამდენიმე რიგით მაღალი სიმძიმით – სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა მათ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს”, – განაცხადა კულებამ.

 

მისივე თქმით, ხვალ, 4 ივლისს, დილით საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა და მასთან საუბარი ექნება.

 

როგორც კულებამ აღნიშნა, ქართველმა დიპლომატმა უნდა გაიაროს კონსულტაცია თავის მთავრობასთან, სად მიდის ქვეყანა და რატომ ანგრევს უკრაინასთან ურთიერთობას.

 

“მიგვაჩნია, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) უნდა შეწყვიტონ სააკაშვილის დამცირება და დაგვიბრუნონ, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, ის სიკვდილამდე მიიყვანოს და ეს სურვილი “მხოლოდ პირად სიძულვილსა და შურისძიებაზეა დაფუძნებული”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები