spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – კონტრშეტევა უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო გამარჯვებას მოუტანს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალი კონტრშეტევა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას მომავალში გახდეს ნატოს ნაწილი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, უკვე დაიწყო თუ არა უკრაინის კონტრშეტევა. მისი თქმით, მთავარია ის უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს.

 

კულებას თქმით, ნატოში გაწევრიანება უკრაინის შემდეგი დიდი მიზანია მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოკავშირე F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებაზე შეთანხმდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ალიანსში შესვლა ალბათ, ვერ მოხდება ომში რუსეთზე გამარჯვებამდე.

 

“ნატოს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ საუკეთესო გზა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის იქამდე მისვლა, როცა უკრაინა გახდება ნატოს წევრი”, – განაცხადა კულებამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები