უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკვე მხარს უჭერს 32 ქვეყანა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
“კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა კოალიციას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად“, – წერს კულება.
მისივე თქმით, 32 სახელმწიფო ახლა ერთად მუშაობს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას.
“პუტინი და მისი თანამოაზრეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან”, – წერს კულება.