უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების თემა ოფიციალური და არაოფიციალური რიტორიკის დონეზე და მინიშნებების დონეზეც კი არ არის.
კერძოდ, მას ჰკითხეს, განიხილებოდა თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების თემა უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
“არა. მოლაპარაკებების თემა ოფიციალური რიტორიკის დონეზე არ არის. არ არსებობს არაოფიციალური რიტორიკის დონეზე და არ არსებობს მინიშნებების დონეზე. რადგან ყველას ესმის, რომ რუსეთს არ სურს ეს მოლაპარაკებები. უკრაინა ვერ დათანხმდება მოლაპარაკებებს, სანამ მის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებია“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთს სურს არა მოლაპარაკებები, არამედ ბრძოლა.