spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – რუსული რაკეტები არის გზავნილი აფრიკისთვის: რუსეთს მეტი ომი სურს და არა მშვიდობა

კიევზე სარაკეტო შეტევამ მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს აფრიკის ქვეყნებს, რომელთა დელეგაცია დღეს დედაქალაქს სტუმრობს, რუსეთს სურს არა მშვიდობა, არამედ მეტი ომი, – ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერს.

 

“პუტინი “ამყარებს ნდობას” კიევზე ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმით, ზუსტად აფრიკელი ლიდერების ჩვენს დედაქალაქში ვიზიტის დროს. რუსული რაკეტები არის გზავნილი აფრიკისთვის: რუსეთს მეტი ომი სურს და არა მშვიდობა”, – წერს კულება.

 

დღეს უკრაინა ფართომასშტაბიანმა საჰაერო განგაშმა მოიცვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოქალაქეები გააფრთხილეს მტრის ფრთოსანი რაკეტების “კალიბრის” გაშვების შესახებ, შემდეგ კი შეატყობინეს ბალისტიკური იარაღის საფრთხის შესახებ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში.

 

ამის შემდეგ დედაქალაქის მოსახლეობამ აფეთქების ხმა გაიგო. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევისა და რეგიონის გარეუბანში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსებმა მორიგი სარაკეტო შეტევა იმ დროს გადაწყვიტეს, როცა აფრიკის ქვეყნების ლიდერები თავიანთი “სამშვიდობო ინიციატივით“ კიევს სტუმრობენ.

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდა, დედაქალაქს სტუმრობენ ზამბიის, სენეგალის, კომორის კუნძულების პრეზიდენტები, ასევე ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი, უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

მედიის ინფორმაციით, აფრიკის ლიდერებმა შეიძლება უკრაინასა და რუსეთს შესთავაზონ “ნდობის აღდგენის ზომები”. კერძოდ, საუბარია რიგ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება შესთავაზოს მხარეებს, მათ შორისაა რუსული ჯარების გაყვანა, მაგრამ ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შესუსტება და კრემლის ხელმძღვანელის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის აღსრულების შეჩერება, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები