უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის შენელების ყველა კრიტიკოსს ურჩევს, გაჩუმდნენ და თავად სცადონ ძალები ფრონტზე უკრაინის მიწის გასათავისუფლებლად.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ ალბარესთან ერთობლივ ბრიფინგზე ქალაქ ტოლედოში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.
“კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა უტოლდება შეფურთხებას უკრაინელი ჯარისკაცისთვის, რომელიც ყოველდღიურად სწირავს სიცოცხლეს წინსვლისა და უკრაინის მიწების თითოეული კილომეტრის მიყოლებით გათავისუფლებისთვის. მე ვურჩევდი, რომ ყველა კრიტიკოსი გაჩუმდეს, ჩავიდეს უკრაინაში და ეცადოს ერთი კვადრატული სანტიმეტრი თვითონ გაათავისუფლოს“, – განაცხადა კულებამ.