მუსიკოსები, მწერლები, პუბლიცისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დღეს კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკა გააპროტესტეს.
კულტურის სფეროს წარმომადგებლების განცხადებით, დაუშვებელია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ივანიშვილის სამშენებლო ამბიციებს შეეწიროს, ხოლო ეროვნულ საგანძურში დაცული ექსპონატები დაჩქარებულ რეჟიმში გაიტანონ. მათი განმარტებით, ეს პროცესი საფრთხეს უქმნის უნიკალურ ხატებსა და ფერწერულ ტილოებს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები დღეს საუბრობდნენ იმაზეც, რომ განწირულია თეა წულუკიანის მცდელობა, ცენზურის ქვეშ მოაქციოს თავისუფალი სიტყვა.
“ის დიდი ხელოვნება, რომელიც ამ ქალს ჩაბარდა, ვერ აიტანს ამ სიბინძურეს და ამას მალე მოვიშორებთ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება, როდესაც ასეთი უკულტურო, გაუნათლებელი და ხეპრე ადამიანი, ასეთ რაღაცებს აკეთებს”, – აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე.
“ვფიქრობთ, გაკეთდეს დელეგაცია სანდო პროფესიონალებით, რომლებიც წლებია, გადაფარებული არიან თითოეულ ძეგლს და თითოეულ დეტალს, რაც კი არსებობს ოქროს ფონდში. ჟურნალისტებთან ერთად, გამჭვირვალეობით, დელეგაციის არსებობით უნდა ვიცოდეთ, სად მიდის, რა ტემპერატურით, რა დაცულობით”- აცხადებს ოპოზინიონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი.