კულტურის სამინისტროსთან მსახიობების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ისინი დავით დოიაშვილის თეატრიდან გაშვებას აპროტესტებენ.
შეკრებილებმა ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს მეგაფონით მიმართეს, რომ გამოვიდეს და აქციის მონაწილეებს დაელაპარაკოს.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ თიკა რუხაძე გამოვიდეს, ან ჩვენ მიგვიღოს და დაგველაპარაკოს. ავუხსნით უფრო ნათლად, რამდენად უსამართლოა მისი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იცის. ახალი თეატრი არის დოიაშვილი, ახალი თეატრის გარეშე დოიაშვილი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვრჩებით დოისთან და შევხვდებით თეატრში დოისთან და ანდროსთან ერთად”, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან 16 აპრილს გაუშვეს.