გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულია 7 ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.