spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა  და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს – “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 45  ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში – შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს.

პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკს ესტუმრა და მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები