უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთ დასახლებაზე აიღეს კონტროლი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
“მთავარსარდალმა მომახსენა ოპერატიული ვითარება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში და კერძოდ, ფრონტის უმძიმეს მიმართულებებზე. ვისაუბრეთ ტორეცკის და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის რეგიონში, არის კიდევ ერთი დასახლება უკრაინის კონტროლის ქვეშ და გვაქვს გაცვლითი ფონდის შევსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკრაინის კონტროლის ქვეშ კურსკის ოლქის 90-ზე მეტი დასახლებაა.