spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე, ცხარე კამათი იქნება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 30 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს. 

“კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე. კი, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები. იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმრავლესობა. მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები