spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კვლევების მიხედვით, “ომიკრონის“ შტამისგან ადამიანები გაცილებით ნაკლებად დაცულები არიან

ახლადაღმოჩენილი „ომიკრონის“ შტამის შესახებ პირველი დასრულებული კვლევის თანახმად, ბევრი დეტალი ხდება ცნობილი. 

 

დგინდება, რომ იმუნიზაციის მქონე პირები ან ისინი, ვინც ინფექცია ახლახან გადაიტანა, ვირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, „ომიკრონით“ ინფიცირებისგან გაცილებით ნაკლებად დაცულები არიან. 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა, სადაც შტამი პირველად აღმოაჩინეს, არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, აკვირდებოდნენ, როგორ მოქმედებდა „ომიკრონის“ შტამზე აცრის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები. „ომიკრონის“, „ბეტა“ და „დელტა“ შტამებზე დაკვირვებით დგინდება, რომ ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ვაქცინაციით ან ინფექციის გადატანით გამომუშავებული ანტისხეულები „ომიკრონის“ შტამის მიმართ 41-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტიანია. 

 

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ყველა პირი ვაქცინირებული იყო, ხოლო 12 საცდელი ობიექტიდან ექვსს გადატანილი ჰქონდა „კოვიდ-19“. კვლევა ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილიყო, რა რაოდენობით ანტისხეულები იყო საჭირო „ომიკრონის“ შტამთან გასამკლავებლად. 

 

„ეს როდი გულისხმობს იმას, რომ „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინები 41-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტიანია. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გამოსაკვლევი, რომელთა შესახებაც უფრო სიღრმისეული დასკვნა რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება“,- განაცხადა სამხრეთ აფრიკის წმინდა ენდრიუსის კლინიკის პროფესორმა, სადაც აღნიშნული კვლევები ჩატარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები