ევროპა ბიძინას ვერ შეაფასებს, ისე როგორც მისი ქვეყნის მკვიდრი მოსახლე შეაფასებს, – ამის შესახებ Front News-ს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმ 218 -მა ევროპარლამენტმა, რომელმაც ევროპარლამენტის რეზოლუციას ხმა არ მისცა, სწორად შეაფასა საქართველოს მდგომარეობა.
“ევროპარლამენტის 218 დეპუტატი ცალსახად წინააღმდეგი წავიდა ამ რეზოლუციის, ესე იგი, ის 218 დეპუტატი სწორად და საღად აღიქვამს საქართველოს. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვება დაუკავშირა ევროატლანტურ სივრცეს.
ობიექტურად შეგვაფასონ, ვიმსახურებთ თუ არა ამ ოჯახის კანდიდატ წევრობას.
როდესაც საქართველოს მოქალაქეები კითხულობენ ამ რეზოლუციას, ფიქრობენ – ესენი აცდენილები ხომ არ არიან რეალობას და სხვა ქვეყანას ხო არ აფასებენ? ეს კითხვა ნებიემიერ მოქალაქეს შემდეგ არჩევნებზე ექნება სახელმძღვანელოდ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის თავისი ქვეყნის შვილი. ევროპა ბიძინას ვერ შეაფასებს, ისე როგორც მისი ქვეყნის მკვიდრი მოსახლე შეაფასებს. თქვენს მშობელზე, დაზე ან ძმაზე სხვამ რომ რაღაც გითხრათ, თქვენ რომელს დაუჯერებთ?
ბიძინა ვერ მოემსახურება რუსებს, ის თავისი ქვეყნის შვილებს ემსახურება და მის მომავალს. ის იყო საფრანგეთის მოქალაქე და მას არც საფრანგეთის სახელი არ შეურცხვენია, თუ ვინმეს რამე არ წაუმატა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.ევროპარლამენტის რეზოლუციის მეორე ნაწილს, რომელშიც ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მოწოდება, ხმა 308 დეპუტატმა მისცა, 218-მა კი წინააღმდეგ წავიდა.