spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლადო პაპავა – ინფლაცია გახარიას მთავრობის პოლიტიკური წნეხის ბრალი იყო

წინა წლის ინფლაციის გაანგარიშებისას იყო პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც ჩაატარა სტატისტიკის სამსახურმა, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფლაციის დაანგარიშება დასუბსიდირებული კომუნალური გადასახადებით მოხდა და არა რეალური ტარიფით, რაც შეცდომა იყო. როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, რომ არა ეს შეცდომა, რომელიც პოლიტიკური წნეხის ბრალი იყო, დღეს ინფლაციის მაჩვენებელი იქნებოდა არა 13%, არამედ, 2-3 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

 

“ჩვენ რომ გვაქვს 13,9% ინფლაცია, სინამდვილეში უნდა იყოს ნაკლები, და რატომ?! იმიტომ, რომ წინა წლის ინფლაციის გაანგარიშებისას იყო პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც ჩაატარა სტატისტიკის სამსახურმა. რა გააკეთეს, რადგანაც სუბსიდირება ხდებოდა ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური გადასახადების, ტარიფი ის კი არ აიღეს, რაც სინამდვილეშია, არამედ ის, რასაც ადამიანები იხდიან. ამ დროს, ეს შეცდომაა, ინფლაცია არის ფასების დონის მაჩვენებელი და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ გადაგვიხდის ამ თანხას?! ის შეცდომა რომ არ დაეშვა, და მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური წნეხის ბრალი იყო, რომელიც მოდიოდა გახარიას მთავრობიდან, რა თქმა უნდა, დღეს ინფლაციის მაჩვენებელი იქნებოდა არა 13%, არამედ, 2-3 პროცენტული პუნქტით ნაკლები”,- განაცხადა ლადო პაპავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები