თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქდა ხელყუმბარა, რომელიც ერთმა პირმა მეორეს ესროლა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.