უკვე მეოთხე დღეა, კახეთში დაკარგულ მოზარდს ეძებენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში 14 წლის ბიჭი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
დაკარგული ბიჭის ახლობლების თქმით, ბოლო შეტყობინებით, ბავშვი თბილისში, დიდუბეში შეამჩნიეს.
გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას მუხლით მიმდინარეობს.