შეიძლება თუ არა სანქციები პასუხი იყოს? შეიძლება იყო. ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, ვის მხარეს ვართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული მიზნობრივი სანქციების აუცილებლობა.
“ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, ვის მხარეს ვართ და აქ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს, ხალხის, ვინც ქუჩებში გამოდის და ჩვენ აქ ამიტომ ვართ. თუ არის საჭიროება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზნობრივი სანქციების აუცილებლობა, მაშინ ევროკავშირმა ან ცალკეულმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დააწესონ. მაგალითად, მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის თავისუფალი ხმისა და დემოკრატიული ხმის ჩახშობაში მონაწილეობს. შეიძლება თუ არა სანქციები პასუხი იყოს? შეიძლება იყოს”, – განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოს პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ. ევროპარლამენტარებს ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან.