spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლანა გალდავა – ფრაქცია “ლელო” რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას

ფრაქცია “ლელო”  რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ ფრაქცია  ლელოს წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საგამოძიებო კომიისის გადაწყვეტილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს პროცესებზე.  

 

“ჩვენ,  ფრაქცია “ლელო” რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ კომისიის შექმნას. ყველა დაბარებული პირი ვალდებული იქნება მოვიდეს და საპარლამენტი საგამოძიებო  კომისიის წინ გააკეთოს ახსნა- განმარტება პროცესებთან დაკაშირებით, რაც ვითარდებოდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მეტი სიცხადე იქნება  საქმეში და სწორედ ეს სიცხადე შემდეგ უკვე ძალიან მთვარ გადამწყვეტ როლს ითამაშებს შემდეგ პროცესებზე”, – განაცხადა გალდავამ. 

 

საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მიზნით იგეგმება.

 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 წევრის მხარდაჭერა სჭირდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდაჭერის მისაღებად უკვე დაიწყო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები