ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალია. საერთო პრობლემები გვაქვს ყველას,- ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელოვნება მაშინ არის ნამდვილი და სახალხო, როდესაც სინქრონულად ჟღერს ხალხის მაჯის ცემა.
“მართალი რომ გითხრა, არც მინდა კონკრეტულად კინოზე საუბარი, იმდენად საერთო პრობლემები გვაქვს ყველას. მინდა, დავიწყო გუშინდელი დღით – მიმაჩნია, რომ გუშინ არაჩვეულებრივი პერფორმანსი იყო, გამოვლინება იყო თავისუფალი სულის, ეროვნული ენერგიის. ხელოვნება მართლა მაშინ არის ნამდვილი და სახალხო, როდესაც სინქრონულად ჟღერს ხალხის მაჯის ცემა. ძალიან მიხარია ეს მე.
ხელოვნება მუდმივია, კინოც, თეატრიც ასეა. ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალია”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.